მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, ასევე თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას.
