პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავს
ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. მოდელი უკრაინის კანონის მაგალითზე შემუშავდა. განსხვავება მხოლოდ სათაურსა და ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილებაშია. საპარლამენტო მმართველობის გათვალისწინებით, ეს პრეროგატივა საქართველოში პარლამენტს ენიჭება. მოქალაქე კი ოლიგარქია, თუ ოთხი კრიტერიუმიდან, სულ მცირე, სამს ერთდროულად აკმაყოფილებს. ანუ თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
