ლევან იოსელიანი: დეოლიგარქიზაციის შესახებ აბსოლუტურად სხვა რეალობისთვის არის შექმნილი და მისი გადმოტანა საქართველოში ვერ იქნება ადეკვატური
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს იმ მარტივი მიზეზის გამო არ ვუჭერ მხარს, რომ ის არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის რეალობას და ასეთი ფორმით კანონის მიღება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის უკრაინული კანონი, რომელიც უბრალოდ ქართულდ გადმოთარგმნილია.
