დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ნაწილი, კონტრაბანდის გზით, ფინეთში დამნაშავეთა ხელში ხვდება
დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ნაწილი, კონტრაბანდის გზით, ფინეთში დამნაშავეთა ხელში ხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს კრიმინალური პოლიციის კომისარმა მიაწოდა. მისი თქმით, ფინეთში სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის საბრძოლო შაშხანები, საერთაშორისო დონეზე მოქმედი ბაიკერების კლუბის დახმარებით შეაქვთ. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ კონტრაბანდა ფინეთში, სავარაუდოდ, საზღვაო გზით შედის. სამართალდამცველთა მტკიცებით, უკრაინიდან იარაღი კრიმინალურ დაჯგუფებებს შვედეთში, დანიასა და ნიდერლანდებშიც შეაქვთ.
