"დავით გარეჯის" საქმე
დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ამ წუთებში "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მოწმის სახით ჩვენებას აძლევს. ბაღათურია, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ღალატში სდებს ბრალს. ის ამბობს, რომ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გარიგებაში შედიოდა და დავით გარეჯის ტერიტორიაზე საზღვარს, მეზობელი სახელმწიფოს სასარგებლოდ სწევდა.
