ეკონომიკური ზრდა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამგზავრებამდე, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის დაწყებამდე პრემიერი, ეკონომიკურ ზრდას გამოეხმაურა და თქვა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და დაძაბულობის ფონზე ქვეყანაში შენარჩუნებულია მაღალი ეკონომიკური ზრდა. მისივე თქმით, მთავრობა წლის ბოლოს ორნიშნა ზრდას ელოდება. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას პრემიერმა დეტალურად ისაუბრა გაზრდილ ექსპორტზე, ასევე ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე.
