პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე შედიან .
