მთავრობის ინიციატივით თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება
გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლევანდელი მოსავლისა და ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით მთავრობა ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს და ფიზიკურ პირებს დაეხმარება.
