პასუხი საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს
ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გარშემო ზედმეტი პოლიტიკური კონტექსტის შეტანა მიუღებელია - ასე გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნას თვითმართველ ორგანოში მერის დაბარებასთან დაკავშირებით . დღესვე განმარტეს, რომ კახა კალაძეს წლის შეჯამება ისედაც უწევს საკრებულოში , გამოძიების დასრულებამდე კი მმართელ გუნდი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ოპოზიციის მოთხოვნას , ვაკის პარკის საქმესთან დაკავშირებით საკრებულოში დაიბარონ თბილისის მერი .
