პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას იწყებს
ევროპული რეკომენდაციის შესრულებაზე დღის მეორე ნახევარში იურიდიული კომიტეტი იმსჯელებს. პროექტი შემუშავებულია უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინული კანონმდებლობის ნორმებს. განსხვავება მხოლოდ სათაურსა და ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილებაშია. საპარლამენტო მმართველობის გათვალისწინებით, ოლიგარქად ცნობისა და რეესტრში შეყვანის უფლებამოსილება პარლამენტს ენიჭება.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
