ქართველმა ავტომრბოლელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს
საფრანგეთის ქალაქ მარსელში პოლ რიკარის ტრეკზე, მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მელაძე და ონაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ავტოსლალომის სახეობაში გამოდიოდნენ.
