ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა. პრეზიდენტის პოსტზე ის ჟაირ ბოლსონარუს შეცვლის, რომელმაც ხმათა 49,17%-ი მიიღო, ლულა და სილვას კი მხარი ამომრჩეველთა 50,83 %-მა დაუჭირა.
