ინდოეთში, ხიდის ჩამონგრევის შედეგად, 130 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში, ხიდის ჩამონგრევის შედეგად, 130 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტრაგედია გუჯარათის შტატში მოხდა. ინციდენტისას ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედია 76 გარდაცვლილის შესახებ იტყობინება. ხიდი 4 დღის წინ, რეაბილიტაციის შემდეგ გახსნეს. რა გახდა კოლაფსის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
