"რუსეთის ლიდერები ავადმყოფი ადამიანები არიან, რომლებიც კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს სასურსათო კრიზისის წინაშე..." - ზელენსკის მიმართვა
რუსეთის ლიდერები ავადმყოფი ადამიანები არიან, რომლებიც კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს სასურსათო კრიზისის წინაშე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინული პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილებას ბლოკავს, რითაც აფრიკის მილიონობით მცხოვრების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
