უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი
თურქეთის თავდაცვის მინისტრი მოლაპარაკებებს აწარმოებს კოლეგებთან მოსკოვსა და კიევში, რათა გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე განახლდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰულუსი აქარმა მხარეებს სთხოვა, თავიდან აიცილონ ნებისმიერი პროვოკაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შეთანხმების გაგრძელებაზე.
