დღეიდან „იმედზე“ მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-11 სეზონი იწყება
დღეიდან, ტრადიციულად 22:00 საათზე, „იმედზე“ ვარსკვლავები იცეკვებენ. ყველაზე რეიტინგული მეგაშოუ მე-11 სეზონს ხსნის. პროექტის შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილებით, მეგაშოუს დაწყებამდე არც ერთი ვარსკვლავის ვინაობა არ გასაჯაროვდება. გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ ერთ მონაწილეზე და მხოლოდ „იმედის კვირისთვის“.
