"ქართუს" ქველმოქმედება
„იმედის კვირა“ დაინტერესდა, რა გაკეთდა ბოტანიკურ ბაღში და რას აკეთებს ფონდი „ქართუ“ ეკოლოგიისთვის, რეპორტაჟში დეზინფორმაციასა და ცრუ ბრალდებებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ „ქართუმ“ ბოტანიკურ ბაღზე ზრუნვა 2000 წლიდან დაიწყო, ერთ-ერთი დიდი საქმე, რომელიც ფონდმა 2021 წელს გააკეთა, ბოტანიკური ბაღის საირიგაციო სისტემის რეკონსტრუქცია იყო. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა მტკვარზე არსებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, შეიცვალა და დამონტაჟდა ორ კილომეტრზე მეტი ქსელი.
