„რადიო იმედი“ რადიოსადგურების რეიტინგის სათავეშია
მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თანამედროვე რესურსებზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მათ ჰყავთ წინამორბედი რადიოს სახით. ციფრული სამყაროს ეპოქაში, ის მაინც ერთგულ და ბევრისთვის შეუცვლელ პარტნიორად რჩება. განსაკუთრებით მაშინ, როცა დრო არა გაქვს, მაგრამ ინფორმაციის გარეშე დარჩენაც არ გსურს, რადიო არასდროს დაგაღალატებს. სწორედ ამ პრინციპითა და სლოგანით რადიო იმედი უკვე 21 წელია მედია-ბაზარზეა. ორი ათეული წელი არსებობა ასეთ მრავალფეროვან კონკურენციაში, ცოტა არ არის, თუკი ამას მყარი და ხშირი ლიდერობაც ემატება. რადიო იმედი კი წელსაც ლიდერია. „გამმა რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსემენლთა დიდი უმეტესობა ინფორმაციას სწორედ რადიო „იმედის“ ტალღაზე ისმენს. სალომე შანშიაშვილი გაგვაცნობს ამ კვლევის შედეგებს, თქვენ კი არ დაგავიწდეთ რადიოს სიხშირის მომართვა 105-სა და 9-ზე.
