„შავი ლომი“ VS „ბათუმი“
რაგბი ევროპის სუპერ თასის აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფური ეტაპი დღეს ქართული დერბით დასრულდება. „შავი ლომი“ ავჭალის სტადიონზე დიდი 10-ის ჩემპიონს „ბათუმს“ შეხვდება. ლევან მაისაშვილს მომზადებულ გუნდს პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს, თუმცა პირველი ადგილის დასაკავებლად გამარჯვება სჭირდება. „ბათუმმა“, კი შესაძლოა დამარცხების შემთხავაშიც შეინარჩუნოს მესამე ადგილი. ამისათვის ისრაელის „თელ ავივ ჰიტმა“ რუმინეთის „ვულვზთან“ არ უნდა წააგოს. შავ ლომსა და ბათუმს შორის შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
