შატო მუხრანი ოფიციალურად გაიხსნა
სოფელ მუხრანში, ისტორიული შატო მუხრანის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მან მადლობა გადაუხადა შატოს ინვესტორებს გაწეული საქმიანისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის დინამიურად განვითარებას ქვეყანაში. გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ შატო მუხრანის ინვესტორი ფრედერიკ პოლსენი და მსოფლიოში ისტორიული ინტერიერების აღდგენის ცნობილი სპეციალისტი ხუან პაბლო მოლინეო, რომელიც ხელმძღვანელობდა 120 წლიანი სასახლის აღდგენის პროცესს.
