მსჯავრდებულებისთვის ციფრული სწავლების პლატრომა ამოქმედდა
პირველად საქართველოში მსჯავრდებულთათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა. პროექტი მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება, ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან. პროექტი პირველ ეტაპზე ნომერ 16-ე დაწესებულებაში ამოქმედდა. სასწავლო პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეცნენ. მინისტრებმა, ასევე, მოინახულეს მსჯავრდებულთა სახელობო მომზადებისა და პროფესიული დასაქმების სივრცეები.
