საინფორმაციო შეხვედრა კიბერუსაფრთხოების შესახებ
მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში მედია აკადემიაში კიბერ უსაფრთხოების შესახებ სტარტაპერებისა და სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რა არის ფინანსური ფიშინგი, როგორ მოიპოვებენ თაღლითები პერსონალურ ინფორმაციას, როგორია ინტერნეტში ფინანსური თაღლითობის სქემები და როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი მონაცემები. ამ თემებზე სტარტაპერებთან შეხვედრას მედია ლაბის ხელმძღვანელი რუსუდან ჩაჩანიძე და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის გუნდი, პრეზიდენტი პროფესორი მაქსიმ იავიჩი, ვიცე პრეზიდენტი გიორგი იაშვილი და ტექნიკური დირექტორი გიორგი ახალაია უძღვებოდნენ.
