ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება
ორფოლოს პოლიგონზე 61 საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები დაასრულა. წვრთნები ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზად ჩატარდა. სწავლება ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას და კონსოლიდაციას მოიცავდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო.
