აქცია კიევში
ჩვენი მთავრობა პუტინზე უარესია. ამ ლოზინგით უკრაინაში მცხოვრებმა ირანელებმა საპროტესტი აქცია გამართეს. კიევის ცენტრში შეკრებილებმა ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტი საფრენი აპარატების მიწოდება გააპროტესტეს, რომელსაც საოკუპაციო ძალები უკრაინელების წინააღმდგე იყენებენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ საბრბძოლო მოქმედებების დროს ირანული წარმოების, „შაჰიდ 136-ის“ ტიპის, 300 ეგრეთ წოდებული კამიკაძე დრონი ჩამოადგო.
