ტვიტერის ახალი მფლობელი ილონ მასკი გახდა
ამერიკული სოციალური ქსელი ტვიტერი 44 მილიარდ დოლარად გაიყიდა. მისი ახალი მფლობელი ილონ მასკი გახდა. ინფორმაცია ახალი შენაძენის შესახებ, თავად მასკმა გაასაჯაროვა. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიც, ტვიტერის აღმასრულებელი რგოლი თანამდებობებიდან უკვე გათავისუფლებულია. მილიარდერის მიზანია ტვიტერი თავისუფალი სიტყვის პლატფორმად აქციოს. იგი დონალდ ტრამპისთვის ბლოკის მოხსნასაც არ გამორიცხავს.
