უკრაინელი სამხედროები ხერსონის მიმართულებით ტერიტორიებს იბრუნებენ
უკრაინელი სამხედროები ხერსონის მიმართულებით ტერიტორიებს იბრუნებენ, რუსები კი დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ. მასირებული იერიშების შედეგად უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი განადგურებულია. მოსკოვის მხრიდან ტაქტიკური ირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება აქტუალობას ჯერ ისევ არ კარგავს.
