პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრს, ზვიად კუპრავას, 2020 წლის არჩევნებზე ძალადობას ედავება
პროკურატურა ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრს, ზვიად კუპრავას, 2020 წლის არჩევნებზე ძალადობას ედავება. სისხლის სამართლებრივი დევნა 2020 წლის 31 ოქტომბერს თბილისში საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის საქმეზე დაიწყო. გამოძიება ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს თბილისში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ კუპრავამ და კიდევ ერთმა პირმა ერთმანეთის მიმართ იძალადეს. ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ საქმეს პილიტიკური სარჩული აქვს.
