საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს - ეს არაერთი საერთაშორისო კვლევითაც დასტურდება
საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს - ეს არაერთი საერთაშორისო კვლევითაც დასტურდება. ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემებით, საქართველო ბევრი პარამეტრით უსწრებს როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას, ასევე თავად ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს. 2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსს, სადაც ჩვენი ქვეყანა მოწინავეა, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მიერ ოთხი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, ნაწილობრივ რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციული პროპაგანდის ნაწილი იყო, თუმცა საბოლოოდ, ფაქტები აღქმებს მაინც ამარცხებს.
