იან კელის განცხადება - შეფასებები
საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრას, ტვიტერზე გამოეხმაურა. იან კელი წერს : „ბატონო პრემიერ-მინისტრო, უკრაინის ხალხი და მათი წარმომადგენლები გადაწყვეტენ, როდის და როგორ მოაგვარონ რუსეთის კრიმინალური ომი მათი სამშობლოს წინააღმდეგ და არა თქვენ და თქვენი „ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი“ აზერბაიჯანი“. ყოფილი ელჩის ამ განცხადებას მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები .
