გიორგი გახარიას განცხადება
"ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ მინისტრი, თანამდებობიდან წასვლის ოცი თვის თავზე ამბობს, რომ საქართველოში კორუფცია და ოლიგარქია უნდა დასრულდეს. ტვიტერზე გამოქვეყნებული ამ განცხადების შესახებ, გიორგი გახარიამ იმედთან განმარტებები არ გააკეთა, თუმცა მისი ეს განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს ეხება, გახარიას ნაცვლად, მისმა თანაგუნდელებმა თქვეს.
