შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა . შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესი. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით დაასრულებს რეკომენდაციებზე მუშაობას. ევროკავშირის ელჩმა კი თქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეკომენდაციების შესრულების პროცესში. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა უახლოეს მომავალში საქართველოში ევროკომისიის მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობას.
