საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება
საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, დღესასწაულებზე კი , აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს. დეკანოზი ამბობს რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ სამოციქულო ეკლესიას.
