მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული
მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული - კომუნიკაციების კომისიამ პროექტი ოფიციალურად შეაჯამა. პროექტის ფარგლებში, 2018 წლიდან 6000 მოსწავლე გადამზადდა, კვალიფიკაცია აუმაღლდა - 1400-ზე მეტ პედაგოგს, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში გადამზადდა 1000 სტუდენტი და ჩატარდა 300-ზე მეტი საგანმანათლებლო სემინარი. კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, კვირეული უკვე მეორედ ჩატარდა და მისი მიზანია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
