თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩამომსვლელთა დარბაზში, უკრაინელ ლტოლვილთა მხარდაჭერის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩამომსვლელთა დარბაზში, უკრაინელ ლტოლვილთა მხარდაჭერის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. უკრაინიდან შემოსულებს საქართველოში მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, ასევე საჭიროების შემთხვევაში, გაუწევენ ფსიქოლოგიურ დახმარებას. ანალოგიურ მომსახურებას შესთავაზებენ ბათუმის აეროპორტსა და ლარსის გამშვებ პუნქტზეც.
