საქალაქო სასამართლომ თბილისის მერის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო
საქალაქო სასამართლომ თბილისის მერის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე კონკრეტულ მტკიცებულებებს იკვლევენ . კალაძე ტევე პირველსა და ტელეწამყვანს, ხუთი ივლისის ეთერში გავრცელებული ინფორმაციის გამო უჩივის . ადვოკატის განმარტებით, მაია მამულაშვილმა ეთერში წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ მერმა ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.
