მედიკამენტების ფასი - ჯანდაცვის რეფორმა
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები რეფორმაზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ . ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, უფრო მაღალ ფასად კი, წამლების რეალიზაცია აიკრძალება. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი, ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
