პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 5 ადამიანი დააკავა
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 5 ადამიანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს, მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული მოქალაქეების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, ფოტო-ვიდეო მასალას კი, შანტაჟისთვის იყენებდნენ. გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
