დიმიტრი გვრიტიშვილმა "იმედი ლაივში" სასამართლო ხელისუფლების მიმართ გარკვეული სუბიექტების მიერ თავდასხმებზე ისაუბრა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემა იმედი ლაივში სასამართლო ხელისუფლების მიმართ გარკვეული სუბიექტების მიერ თავდასხმებზე ისაუბრა. გვრიტიშვილმა განმარტა, რომ ის პირები, რომლებსაც სასამართლო კორპუსის მიმართ არაჯანსაღი მიზნები გააჩნიათ, აუცილებლად გამოაშკარავდებიან. მისი განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები თავად შექმნიად დღის წესრიგს.
