ევროპული რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში დღეს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ
ევროპული რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში დღეს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე , მესამე მოსმენით განიხილება . დოკუმენტი ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა მოამზადეს. აღნიშნული ითვალისწინებს ცალკეული ნორმების ცვლილებას, დაზუსტებას ან ახლებურად რეგულირებას, მათ შორის, თემატური მოკვლევის, დეპუტატის შეკითხვის, ინტერპელაციის, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის, მინისტრის საათის, კომიტეტებზე თანამდებობის პირთა სავალდებულო გამოცხადებისა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელებას.
