უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა
უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა . გამომგზავრებამდე ბუდაპეშტში საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა. მიღებას ესწრებოდნენ უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი სამომავლო ურთიერთობით დაინტერესებული ბიზნესსექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც.
