აფხაზური ენის დღე
. თარიღს პრემიერი ეხმიანება. ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ აფხაზური ენის და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებას და პასუხისმგებლობას წარმოადგენს. განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე, აფხაზებისა და ქართველებისთვის დაფიქრების დღე უნდა იყოს, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა.
