პრემიერის ვიზიტი უნგრეთში - ირაკლი ღარიბაშვილის და ვიქტორ ორბანის გზავნილები
დისკრიმინაციული, საზიანო გადაწყვეტილება და ქართველი ხალხის უპატივცემულობა - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრობის სტატუსზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ასე აფასებს. ვიქტორ ორბანი საქართველოს მთავრობის მეთაურს პირისპირ შეხვდა და ერთობლივი გზავნილებით ჩვენი ქვეყნის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. უფრო მეტიც- პოზიტიური გრძნობები და, როგორც თავად თქვა, მიკერძოებაც. უნგრეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე და მზად არის- ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით მიიღოს. ორმხირივი თანამშრომლობის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციაც გაფორმდა, დაანონსდა მთავრობათაშორისო შეხვედრა თბილისში.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
