ირაკლი ხახუბიას ოჯახს სამძიმარს უცხადებენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ლიდერები
დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ირაკლი ხახუბია მეათე მოწვევის პარლამენტში ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ოჯახს სამძიმარი პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის ლიდერებმა გამოუცხადეს. ოჯახს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს ტელეკომპანია "იმედიც".
