"ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი ხათუნა ბურკაძე „ქრონიკის“ შეკითხვებს პასუხობს
მისასალმებელია, რომ საქართველო ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზეა მიწვეული. ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობ, პროაქტიულად უნდა წარვადგნოთ ინიციატივები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მინისტერიალი უნდა გახსნეს ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი, რათა საქართველომ 2023 წლის ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე უფრო მეტ ხელშესახებ შედეგსა და მეტ მკაფიო პოლიტიკურ გზავნილს მიაღწიოს საქართველოს ევროატლანტიკურ პესპექტივასთან დაკავშირებით. „დღეს საქართველოს აქვს შესაძლებლობა, უფრო მეტად ჩაერთოს რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ცხადია, ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის, ჩვენ გვჭირდება, ასევე ჩვენს პარტნიორებს პროაქტიულად შევთავაზოთ ისეთი ტიპის მექანიზმების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთობლივი ძალისხმევით, ნატოს წარმომადგენლობის საქართველოსი უფრო მეტად გაზრდასა როგორც ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე საქართველოს როლის კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთას ევროატლანტიკურ პოლიტიკურ რუკაზე“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
