თელავის რაიონული სასამართლოს შენობის წინ აქცია გაიმართა
. აქციის მონაწილეები თანამდებობიდან მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადადგომას ითხოვდნენ. 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის ახლობლებს და რიგით მოქალაქეებს მამუკა წიკლაურის მიერ დამნაშავის გირაოთი გამოშვების გამო კონკრეტული პრეტენზიები და კითხვები აქვთ. მათი თქმით, საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, მამუკა წიკლაურმა თორნიკე გამხვეტელაშვილი სასამართლო დარბაზიდან ორი ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გათავისუფლებიდან სამ დღეში კი მან სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.
