ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის და ელენე ხოშტარიას ერთობლივი განცხადება
ოპოზიციის სამი წარმომადგენელი განცხადებაში წერს, რომ საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. განცხადებაში ასევე წერია, რომ გადაწყვეტილების მიღება ევროკომისიაში ერთი წლით გადავადდა, თუმცა სამ ოპოზიციონერს ოპოზიციაშივე შეახსენეს, რომ ეს ახალი ამბავი არ არის. გარდა ამისა, დღეს გიორგი ვაშაძემ ისიც დააანონსა, რომ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ყოველწლიური მოხსენება კრიტიკული ჩანაწერებით იქნება გაჯერებული. მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილის ანტისახელმწიფებრივ ქმედებებზე საუბრობს.
