პრემიერის ვიზიტი უნგრეთში
პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში - ეს საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერმა. ირაკლი ღარიბაშვილისა და ლასლო კოვერის შეხვედრაზე ხაზი გაესვა უნგრეთის მკაფიო პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით. ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
