სიღნაღში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
