ირაკლი ხახუბიას ოჯახს სამძიმარს უცხადებენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ლიდერები
დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ირაკლი ხახუბია მეათე მოწვევის პარლამენტში ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ოჯახს სამძიმარს უცხადებენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ლიდერები.
