ირაკლი ღარიბაშვილის და ვიქტორ ორბანის გზავნილები
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, გახდეს ქვეყანა დიდი ევროპული ოჯახის წევრი. ეს უნგრეთის პრემიერ მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავარი გზავნილია ბრიუსელისთვის, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ქვეყნის ევროპული მომავალი ერთ - ერთი მთავარი თემა იყო ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიქტორ ორბანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომლის დასრულების შემდეგაც მხარეებმა უნგრეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
